ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საბაჟო კავშირში შესვლის მოწინააღმდეგეთა აქცია ერევანში

3 სექტემბერი, 2014 • • 1026
საბაჟო კავშირში შესვლის მოწინააღმდეგეთა აქცია ერევანში

როგორც გამოცემა news.am წერს, მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან პრეზიდენტის რეზიდენციამდე მოეწყო. აქციის მონაწილეების პლაკატებზე ლოზუნგების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო. 

 

საბაჟო კავშირში სომხეთის გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა თქმით, ისინი აქციის გამართვას რუსეთის პრემიერის, დიმიტრი მედვედევის სომხეთში ვიზიტის დროს გეგმავდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მედვედევი სომხეთში აღარ ჩადის, აქციის თარიღი შეიცვალა. სწორედ შარშან, 3 სექტემბერს განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა, რომ სომხეთს სურს საბაჟო კავშირის წევრი გახდეს. 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი