ახალი ამბები

აქცია NATO-ს წინააღმდეგ და რუსეთთან მოკავშირეობის მოთხოვნით [Video]

3 სექტემბერი, 2014 • • 1019
აქცია NATO-ს წინააღმდეგ და რუსეთთან მოკავშირეობის მოთხოვნით [Video]

აქციების ორგანიზატორი “ერეკლე მეორის საზოგადოების” ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ 2008 წლის იანვარში ჩატარებული პლებისციტი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, სავარაუდოდ, გაყალბებულია და მისი აზრით, ქვეყანამ ამ საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს. 

 

იმის მიუხედავად, რომ დღევანდელ აქციაზე მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა, ჭყოიძე ამბობს, რომ მათი მხარდამჭერები რეგიონებშიც არიან. 

 

“მე დავდივარ რეგიონებში და ვიცი მოსახლეობის განწყობა,”- ამბობს ჭყოიძე.


2008 წლის 5 იანვრის საქართველოს ნატოში გაწევრიანების პლებისციტის დროს მოსახლეობის 77%-მა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა.


ნატოს უელსის სამიტამდე, რომელიც 4-5 სექტემბერს დიდ ბრიტანეთში იმართება, ერთი დღე დარჩა. საქართველოს დელეგაცია გაერთიანებულ სამეფოში უკვე გაემგზავრა. 


“ნატოს სამიტზე საქართველო მიიღებს საქართველოს პაკეტს, რაც გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს, ეს არის სამხედრო საწვრთნელი ცენტრი, პირველ რიგში. ეს არის ერთობლივი ნატოს წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობის ამაღლება ნატოს სამხედრო შესაძლებლობებთან”, – განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.

 

საგარე საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს კონკრეტული პაკეტის  და ნატოს მესიჯის მოლოდინი აქვს, რომ ქვეყანა გაერთიანებას კიდევ უფრო უახლოვდება.



 

მასალების გადაბეჭდვის წესი