ახალი ამბები

თურქეთში სომეხთა პატრიარქი, მესროპ II გარდაიცვალა

9 მარტი, 2019 •
თურქეთში სომეხთა პატრიარქი, მესროპ II გარდაიცვალა

თურქეთში არსებული სომხური სამოციქული ეკლესიის პატრიარქი მესროპ II გარდაიცვალა.

მესროპ II-მ, — ერისკაცობაში მესროპ მუტაფიანმა, — რომელიც კონსტანტინოპოლის სომეხთა 84-ე პატრიარქი იყო, 8 მარტს, 62 წლის ასაკში სტამბოლის ერთ-ერთი საავადმყოფოში დაასრულა სიცოცხლე.

მესროპ II 1998 წლიდან იყო სომეხთა პატრიარქი. მან გარეგინ II შეცვალა ამ პოსტზე; 2008 წლიდან, — მას შემდეგ, რაც დემენციის დიაგნოზი დაუსვეს — იგი ქმედუუნაროდ მიიჩნეოდა. მის შემცვლელად დროებით დაინიშნა მთავარეპისკოპოსი არამ ატესიანი. ახალ პატრიარქს 40 დღეში აირჩევენ.

თურქეთში ამჟამად დაახლოებით 70 ათასი სომეხი ცხოვრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი