ახალი ამბები

რუსთავი2-ის ეთერში ფორბსის და BMG-ის გადაცემა იწყება ბიზნესის შესახებ

9 მარტი, 2019 • 2130
რუსთავი2-ის ეთერში ფორბსის და BMG-ის გადაცემა იწყება ბიზნესის შესახებ

გამოცემა “ფორბსის” (Forbes) ქართული გამოცემის მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე 10 მარტიდან რუსთავი2-ის ეთერში ახალ გადაცემას წაიყვანს. გადაცემას, რომელიც პირდაპირ ეთერში გავა ხოლმე, “Forbes-ის კვირა” ერქმევა.

რუსთავი2-ის თანახმად, “Forbes-ის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად” ფორბსის, “ფორმულა კრეატივის”, რუსთავი2-ისა და “ბიზნეს მედია საქართველოს” (Business Media Georgia – BMG) ერთობლივი ანალიტიკური პროექტი იქნება.

კვირა დილას, 10 საათზე გასული გადაცემა, არხის თანახმად, “შეკრავს კვირის მთავარ ამბებს ბიზნესში და ეკონომიკაში”. BMG-ის თანახმად, გადაცემა მაყურებელს შესთავაზებს “პირისპირ ინტერვიუებს ბიზნეს ლიდერებთან, ქართული ბიზნესის წარმატების მაგალითებს, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების ანალიტიკასა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს”.

ბიზნეს მედია საქართველო პარალელურად აგრძელებს გადაცემებს, — “საქმიანი დილას”, “საქმის კურსსა” და “ანალიტიკას” ტვ პირველის ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი