ახალი ამბები

ბოლო კვლევით პუტინისადმი ნდობა რუსეთში ისტორიულ მინიმუმზეა

8 მარტი, 2019 • 1424
ბოლო კვლევით პუტინისადმი ნდობა რუსეთში ისტორიულ მინიმუმზეა

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის უკანასკნელი კვლევით, ქვეყანაში ვლადიმერ პუტინისადმი ნდობა 32 პროცენტამდე დაეცა, რაც 2006 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. ინფორმაციას ამის შესახებ “რადიო თავისუფალი ევროპა” ავრცელებს.

წინა კვლევით, რომელიც ანალოგიურ საკითხს ეხებოდა და იანვარში ჩატარდა, ეს მაჩვენებელი 33.4 პროცენტს შეადგენდა.

მედიასაშუალების განცხადებით, კვლევა 25 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში ჩატარდა და მოიცვა რუსეთის პრეზიდენტის ყოველწლიური საჯარო გამოსვლაც 20 თებერვალს, რომელსაც ექსპერტთა ნაწილი პუტინის მცდელობად აფასებდა, გამოესწორებინა მთავრობის იმიჯი საპენსიო ასაკის გაზრდაზე მთავრობის განსაკუთრებულად არაპოპულარული გადაწყვეტილების შემდეგ.

“რადიო თავისუფალი ევროპის” განცხადებით, პუტინის გამოსვლას 2014 წლის შემდეგ მოსკოვში ყველაზე ცოტა ადამიანმა უყურა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი