ახალი ამბები

პარტიაში კობახიძეს თავმჯდომარე კვირიკაშვილზე მეტი გავლენა ჰქონდა – კვაჭანტირაძე

8 მარტი, 2019 • 1464
პარტიაში კობახიძეს თავმჯდომარე კვირიკაშვილზე მეტი გავლენა ჰქონდა – კვაჭანტირაძე

ზვიად კვაჭანტირაძე გადაცემაში “პირველები” აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, როდესაც ის ამავდროულად პარტიის თავმჯდომარის თანამდებობასაც იკავებდა, კვირიკაშვილზე მეტი გავლენა “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს ჰქონდა.

დეპუტატის თქმით, პარტიული საქმიანობა ახლაც იმავე პირების მიერ კონტროლდება:

“გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, როდესაც იგი პარტიის თავმჯდომარედაც იყო არჩეული და პოლიტსაბჭოს წევრიც იყო, პარტიული მუშაობა და პოლიტსაბჭოს მუშაობა პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა. თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყო მარტო გიორგი კვირიკაშვილის ბრალი.

პარტია და მისი აპარატი, როგორც ასეთი, პირდაპირ გიორგი კვირიკაშივლისგან არ კონტროლდებოდა. აკონტროლებდა ის ხალხი, ვინც ახლაც აკონტროლებს. ეს არის პარტიის აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე. ყველაზე მეტი გავლენა ჰქონდა ირაკლი კობახიძეს. მეტი, ვიდრე პარტიის თავმჯდომარეს. პოლიტსაბჭოც კი არ იკრიბებოდა. ეს ემთხვევა კვირიკაშვილის პრემიერობას, მაგრამ თავს შევიკავებდი იმის თქმისგან, რომ ეს იყო კვირიკაშვილის ბრალი”, – ამბობს დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, რომელმაც  “ქართული ოცნება” დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი