სააგენტო “რეს”-ს ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა მოსკოვში 2015 წლის 9 მაისს, სამამულო ომის 70 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებაზე დასასწრებად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოფიციალური მიწვევა მიიღო.
ამის შესახებ სააგენტო “რეს”-ს ლეონიდ თიბილოვის პრესმდივანმა, განა იანოვსკაიამ აცნობა.
“ჩვენი საერთო ისტორიის ამ ეპოქალური თარიღის აღნიშვნით ჩვენ ვიხსენებთ იმას, თუ როგორ ძვირად დაგვიჯდა გამარჯვება და რამდენად მნიშვნელოვანია სამხრეთ ოსეთის მნიშვნელოვანი წვლილი ფაშიზმის დამარცხებაში,” – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მისაწვევ წერილში, რომელსაც სააგენტო ავრცელებს.
“რეს”-ის ინფორმაციითვე, ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ ძმობის, ურთიერთდახმარებისა და ერთად დგომის ტარდიციები ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარების საფუძველი იქნება.
![]() |
|
|