ნეტგაზეთი | “არ არსებობს უმუშევარი ქალი” – თბილისში 8 მარტის მსვლელობა იმართება [live] “არ არსებობს უმუშევარი ქალი” – თბილისში 8 მარტის მსვლელობა იმართება [live] – Netgazeti
RU | GE  

“არ არსებობს უმუშევარი ქალი” – თბილისში 8 მარტის მსვლელობა იმართება [live]

“სოლიდარობის ქსელის” ორგანიზებით, თბილისში სარვამარტო მსვლელობა იმართება. როგორც მსვლელობის ორგანიზატორები აცხადებენ, მსვლელობის მიზანი მშრომელი ქალების მხარდაჭერაა:

“ჩვენ გამოვდივართ მშრომელი ქალებისთვის. ქალების უმეტესობა სამსახურში 40 საათზე მეტხანს ვმუშაობთ, შემდეგ კი სახლში მეორე ცვლის – საშინაო შრომის შესასრულებლად მივდივართ. ერთ-ერთი გამოსავალი ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამუშაო საათების მკაცრი რეგულირება იქნებოდა. კანონით თუ კანონის დარღვევით, ქალები მაინც ვიჩაგრებით. ჩვენი სამუშაო დღე არასოდეს მთავრდება, არც სამსახურში და არც სახლში.

ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს მინიმალური ხელფასი; არ არსებობს უმუშევრობის დაზღვევა. შესაბამისად, ვითხოვთ, სამუშაო ადგილის ძიების პროცესში გვქონდეს უმუშევრობის შემწეობა, რომელიც ჩვენი გადარჩენის ერთ-ერთი შესალებლობა იქნება გარკვეული დროის განმავლობაში”, – წერია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ მანიფესტში.

მსვლელობის მონაწილეთა მოთხოვნებს შორისაა შრომის თანაბარი ანაზღაურება ქალებისა და კაცებისთვის, ასევე, ღირსეული დეკრეტული შვებულება, უსაფრთხო გარემოს შექმნა და პენსიის განსაზღვრისას შინშრომის სამუშაო გამოცდილებად ჩათვლა.

მანიფესტს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.