ნეტგაზეთი | “აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება თურქეთის ამოცანაა” “აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება თურქეთის ამოცანაა” – Netgazeti
RU | GE  

“აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება თურქეთის ამოცანაა”

“აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება თურქეთის ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანაა,”- ამის შესახებ თურქეთის პარლამენტში გამოსვლის დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, აჰმედ დავუტოღლუმ განაცხადა, – წერს სააგენტო Trend.

მისივე განცხადებით, აღნიშნული მიზნის მიღწევის შემდეგ ანკარა გეგმავს ყველა ძალისხმევა გამოიყენოს ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის. გარდა ამისა, თავის გამოსვლაში თურქეთის მაღალჩინოსანმა სომხეთს მოუწოდა გამოვიდეს ისტორიული მოვლენების ტყვეობიდან და უარი არ თქვას თურქეთის წინადადებებზე, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების დარეგულირებას ითვალისწინებს. 

 

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

 

1994 წელს მხარეებმა  ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის.

 

ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. 


აჰმედ დავატოღლუ


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი