თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავარია მოხდ,ა რის შედეგადაც ქვეითი დაშავდა. შსს-ს ცნობით, ქვეითად მოსიარულეს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
შსს-ს ცნობით, მძღოლი არ მიმალულა, ხოლო ქვეითი კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.