ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმი დღეიდან გამარტივდა

1 სექტემბერი, 2014 • • 1305
აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმი დღეიდან გამარტივდა

სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხზე ევროკავშირმა და აზერბაიჯანმა შეთანხმებას 2013 წლის 29 ნოემბერს ვილნიუსში, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამის მონაწილე ქვეყნების სამიტზე მოაწერეს. 

 

შეთანხმების თანახმად, მოკლევადიანი ვიზები [90 დღე 180 დღის განმავლობაში] საშუალებას მისცემს აზერბაიჯანის მოქალაქეებს თავისუფლად გავიდნენ აზერბაიჯანიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. გარდა ამისა, ვიზის ღირებულება 60-დან 35 ევრომდე შემცირდება. 

 

ასევე, შეთანხმების თანახმად, დიპლომატიური პასპორტების მფლობელები ვიზების მიღებისგან გათავისუფლდებიან. 

 

დღეისთვის ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ 12 ქვეყანასთან მოაწერა. ესენია: აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მაკედონიის რესპუბლიკა, მოლდოვა, მონტენეგრო, რუსეთი, სერბეთი, უკრაინა, საქართველო, კაბო-ვერდე, სომხეთი. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   



მასალების გადაბეჭდვის წესი