ნეტგაზეთი | ხაჯიმბა: აეროპორტის ამუშავების მიზნით ICAO-ს მივმართეთ ხაჯიმბა: აეროპორტის ამუშავების მიზნით ICAO-ს მივმართეთ – Netgazeti
RU | GE  

ხაჯიმბა: აეროპორტის ამუშავების მიზნით ICAO-ს მივმართეთ

აფხაზეთის ახალარჩეული პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იტარ-ტასთან ინტერვიუში ამბობს, რომ აფხაზეთში აეროპორტის ფუნქციონირების შესაძლებლობა არსებობს.

“აეროპორტის ფუნქციონირების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციისგან [ICAO] გარკვეული აკრძალვები არსებობს. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი რუსეთის მხარის წარმომადგენლებთან და ორგანიზაციაში შესაბამისი მოთხოვნა გავგზავნეთ. ვიმედოვნებ, პასუხი დადებითი იქნება და მაშინ ჩვენ დაინტერესებული ინვესტორების მოზიდვასაც შევძლებთ,”- ამბობს ხაჯიმბა. 

 

რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის პრეზიდენტად 24 აგვისტოს გამართულ არჩევნებზე აირჩიეს.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , ------------------------------------------------------------ , -------------------------------------------------------------- , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინოლოგია