ნეტგაზეთი | მედვედვმა სომხეთში ვიზიტი გადადო მედვედვმა სომხეთში ვიზიტი გადადო – Netgazeti
RU | GE  

მედვედვმა სომხეთში ვიზიტი გადადო

სომხეთის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელის, დავით არუთუნიანის განცხადებით, რუსეთის პრემიერმინისტრი დიმიტრი მედვედევი 8-9 სექტემბერს, როგორც ეს აქამდე ცნობილი იყო, სომხეთს აღარ ესტუმრება. ინფორმაციას news.am ავრცელებს.

ოფიციალური განმარტებით, 8-9 სექტემბერი მხოლოდ წინასწარ ცნობილი თარიღია, რომელიც მხარეების სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე დაზუსტებას ექვემდებარება. 

 

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტების ერევანში შეხვედრის საკითხზე კი, არუთუნიანმა განმარტა, რომ ერევანში ასეთი შეხვედრა მხოლოდ მას შემდეგ გაიმართება, როდესაც სომხეთი ხელს მოაწერს აღნიშნულ კავშირში გაწევრიანების შეთახმებას. თუმცა, როდის მოაწერს სომხეთი ამ შეთანხმებას ხელს, მთავრობის აპარატის ხელმძღვანელს ამაზე საუბარი უჭირს. 


18 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბარში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრამიანმა განაცხადა, რომ სექტემბერში, წინასწარი შეთანხმებით, 8-9 სექტემბერს რუსეთის პრემიერმინისტრი დიმიტრი მედვედევი სომხეთს ეწვევა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი