იმ შემთხვევაში კი, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეები გრძელვადიანი პერიოდით სტუმრობას გადაწყვეტენ, მათ საქართველოს საკონსულოებში შესაბამისი კატეგორიის ვიზის აღება მოუწევთ. რომლის საფასური სტანდარტულია და 50 აშშ დოლარს შეადგენს. შესაბამისი ცვლილებები “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ” კანონში ცვლილებები შევიდა.
1 სექტემბრიდან ამოქმედებული ახალი სავიზო რეგულაციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება საზოგადოებას შეეძლება შემდეგ ვებ-მისამართზე: www.geoconsul.gov.ge
უვიზო მიმოსვლის უფლება საქართველოში ექნებათ ევროპის, ნატოს, დსთ-სა და პარტნიორი ქვეყნების წარმოამდგენლებს. ქვეყნების ჩამონათვალი 118-დან 94-მდე შემცირდა.
ახალი კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის შსს-ს მიგრაციის სამსახური გამოიტანს გადაწყვეტილებას მისი ქვეყნიდან გაძევების შესახებ, პირს მიეცემა შესაძლებლობა ნებაყოფლობით დატოვოს ქვეყნის ტერიტორია 10-დან 30 დღის ვადაში.
ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების ვადის გასვლის შემდეგ, თუ პირი კვლავ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, მისი იძულებით გაძევების პროცედურა დაიწყება. სწორედ ამ პერიოდში აქვს შსს-ს უფლება დააკავოს და გდაიყვანოს პირი დროებითი განთავსების ცენტრში.
უწყების წარმომადგენლის თქმით, ცვლილება არ ეხება საქართველოში მყოფ იმ პირებს, რომელთაც შესაბამისი ვიზები პირველ სექტემბრამდე აქვთ აღებული.
