პუტინი ბიბილოვს: დარწმუნებული ვარ, არჩევნებს დემოკრატიულად ჩაატარებთ, დამკვირვებლებს გამოგიგზავნით

კრემლში ვლადიმერ პუტინისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა გაიმართა. მხარეთა ცნობით, შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

“ყველაფერს ვაკეთებთ რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ვიცი, რომ საპარლამენტო არჩევნები გექნებათ და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები უზრუნველყოთ. ჩვენ ჩვენი მხრივ, როგორც შევთანხმდით, დამკვირვებლებს გამოვგზავნით”.

შეხვედრის დროს ბიბილოვმა პუტინს მაადლობა გადაუხადა საინვესტიციო პროგრამისთვის, რომლის ფარგლებშიც რუსეთი ოსურ მხარეს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ფულს აძლევს.

ვლადიმერ პუტინისა და ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა კრემლში; ფოტო: cominf.org

ვლადიმერ პუტინისა და ანატოლი ბიბილოვის ბოლო შეხვედრა 2018 წლის 24 აგვისტოს გაიმართა. მაშინდელი შეხვედრა რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის აღიარების 10 წლისთავს მიეძღვნა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი