ახალი ამბები

ანონსი – 10 სექტემბერი

9 სექტემბერი, 2014 •
ანონსი – 10 სექტემბერი

09:00 – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 

 

10:30 – სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ სუიციდის პრევენციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართება. მრგვალ მაგიდაზე მოეწყობა სასჯელაღსრულების სისტემაში სუიციდის პრევენციის პროგრამის პრეზენტაცია. ღონისძიებას დაესწრებიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე გოგი გახარია, ადვოკატთა კორპუსის და სხვადასხვა ქართული თუ უცხოური არასამთავრობოების წარმომადგენლები.

 

11:00- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ახალი სასწავლო წლისთვის ზოგად განათლებაშიგანხორციელებულ  და დაგეგმილ სიახლეებზე ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.

 

12:00 – თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართება.დეპუტატები შ.პ.ს. ,,ყაზტრანს გაზ“–ის ხელმძღვანელობისგან მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ანგარიშს მოსიმენენ და დედაქალაქის შემოერთებული ტერიტორიების გაზიფიცირებაზე  იმსჯელებენ.

 

12:00 – საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მანანა კობახიძე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის #23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.

 

12:00-  „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას ირაკლი კაკაბაძე საზოგადოების ცნობილ სახეებთან ერთად პრესკოფერენციას გამართავს. თემა: ძალადობის წინააღმდეგ ახალი კამპანიის დაწყება.

 

13:00 – „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას,  ექსპერტი კახი კახიშვილი გამართავს. თემა: გახშირებულიე.წ. რეიდები და  კრიმინოგენური გარემო.

 

13:00- საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი  ბრიფინგს გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის #23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.

 

13:00 – “პირველ პრესკლუბის” სტუმარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი იქნება.  მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

13:00 – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოს ხელოვნების სასახლეს (თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს) ეწვევა. 

 

13:30 -„პრაიმტაიმის“ პრესკულბში პრესკონფერენციას,  უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია გამართავს. თემა:  კრიმინოგენური ვითარება,  საგარო პოლიტიკა,  გაეროში ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტი.

 

14:00 – “პირველ პრესკლუბში” ჯუმბერ კახიძე და მისი ადვოკატი დიმიტრი ღონღაძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტი და ყოფილი მაღალჩინოსნების მხილება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

15:00 – “პირველ პრესკლუბში” შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

15.20 – საქართველოს პრემიერ–მინისტრი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდს ეწვევა, სადაც ოკაცეს კანიონს მოინახულებს და დამთვალიერებელთა ცენტრის გახსნას დაესწრება. 

 

17:00-  ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე , ავსტრიული ნავთობის და გაზის კომპანიის „OMV“-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი უოლტერ ჰამილტონი და ესპანური ნავთობის და გაზის კომპანიის ,,REPSOL“-ს ევროპისა და ცენტრალური აღმოსავლეთის კვლევის დირექტორი მიკელ ერკიაგა აგირე თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

 

19:00-  „მწერალთა სახლში“ გაიმართება „ინტელექტის“ მიერ გამოცემული გაბრიელ გარსია მარკესის ავტობიოგრაფიული რომანის – „იცხოვრო, რომ მოჰყვე“ პრეზენტაცია (ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ).

 


მასალების გადაბეჭდვის წესი