ახალი ამბები

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს მარტის მეორე ნახევარში ეწვევა

7 მარტი, 2019 • 1271
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს მარტის მეორე ნახევარში ეწვევა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 2019 წლის მარტის მეორე ნახევარში საქართველოს ეწვევა და საერთო წვრთნებს დაესწრება.

სტოლტენბერგმა ვიზიტი 6 მარტს, მონტენეგროს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დააანონსა ბრიუსელში.

რადიო თვისუფლების თანახმად, ნატო-საქართველოს საერთო წვრთნები 18-დან 29 მარტამდე პერიოდში კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ჩატარდება. წვრთნებში ნატოს 23 წევრი სახელმწიფოს ჯარისკაცები მიიღებენ მონაწილეობას.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ წვრთენბი, რომლებიც რეგულარულად ტარდება, ადასტურებს, რომ “ნატო და საქართველო ახლო პარტნიორები არიან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი