“მიხეილ სააკაშვილზე გამოცხადებულია შიდა ძებნა და პროკურატურის შესაბამისი სამართლებრივი თხოვნის საფუძველზე ასევე დაწყებულია და მიმდინარეობს პროცედურები მის საერთაშორისო ძებნაზე, ე.წ. წითელ ცირკულარზე დასაყენებლად”,- აცხადებენ პროკურატურის პრესსამსახურში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დღეს, 30 აგვისტოს, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, სარფში, თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც იგი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქის” ოფიციალურმა გვერდმა შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალაც გაავრცელა. სააკაშვილის თქმით, თურქეთში ოჯახთან ერთად იმყოფება.
მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის აქციის დაშლისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, რის საფუძველზეც მასზე შიდა ძებნა გამოცხადდა.

