ერთობლივი ძალის შექმნის მთავარი მიზანია შეიქმნას ცალკეული დივიზიის ზომის ძალა, სწრაფი სამხედრო განლაგებებისა და რეგულარული წვrთნებისთვის, რომელიც გულისხმობს, როგორც საჰაერო და საზღვაო შენაერთებს, ასევე სახმელეთო ჯარებს.

 

ერთობლივი ძალის ფორმირებაში ჩართულია დანია, ლატვია, ესტონეთი, ლიტვა, ნორვეგია და ჰოლანდია. მონაწილეობის მიღების ინტერესი გამოთქვა კანადამ. ჯგუფის ხელმძღვანელი სახელმწიფო კი დიდი ბრიტანეთია. 

 

“რეიტერი” წერს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ერთობლივი ძალის შექმნის შესახებ მომვალ კვირას განაცხადებს, რომელიც ნატოს უელსის სამიტს ემთხვევა. სამიტი 4-5 სექტემბერს უნდა გაიმართოს. 

 

რუსეთის მიერ მარტში ყირიმის ანექსიის შემდეგ ნატოს წევრებმა, რომლებიც შეშფოთებულნი არიან რუსეთის თავდაჯერებული აგრესიულობით, არაერთი მოკლევადიანი ნაბიჯი გადადგეს აღმოსავლეთ ევროპაში მოკავშირეთა უსაფრთხოების გასამტკიცებლად.- წერს “რეიტერი”.

 

მომავალ კვირას, უელსის სამიტზე ბარაკ ობამასა და ნატოს სხვა ლიდერებისგან გრძელვადიან სამოქმედო გეგმაზე შეთანხმებას ელოდებიან, რომელიც ნატოს თავდაცვას აღმოსავლეთით  გააძლიერებს.

 

ნატოს დიპლომატების თქმით, ამ გეგმის ერთ–ერთი ნაწილია არსებული სწრაფი რეაგირების ძალების მზადყოფნაში მოყვანა ისე, რომ მის რამდენიმე დანაყოფს ჰქონდეს შესაძლებლობა, პასუხი გასცეს კრიზისს რამდენიმე დღის განმავლობაში.

 

“ნატოს” ოფიციალურ ვებ- გვერდზე სწრაფი რეაგირების ძალის შექმნის თაობაზე ინფორმაცია არ განთავსებულა. 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *