ჩაკ ჰეიგელი საქართველოს სექტემბრის პირველ კვირაში ესტუმრება. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რიგით მეთექვსმეტე საერთაშორისო ვიზიტს 3 სექტემბერს დაიწყებს, რომელიც 6 დღეს გაგრძელდება და სამ ქვეყანას მოიცავს.ჰეიგელი თავდაცვის მინისტრის რანგში პირველად ეწვევა საქართელოსა და თურქეთს, 4-5 სექტემბერს კი უელსში ნატოს სამიტს დაესწრება.
“ჰეიგელს სურს მადლობა გადაუხადოს ქართველ ხალხს გასული ათწლეულის მანძილზე ერაყისა და ავღანეთის მისიებში შეტანილი წვლილისა და გაღებული მსხვერპლისათვის. საქართველო იზიარებს აშშ-ის შეშფოთებას უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით და მინისტრის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემაც სწორედ უკრაინა იქნება”,- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
