ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, დიჯეი დაჩი დარჩიას მკვლელობა გახსნილია

30 აგვისტო, 2014 • • 907
შსს-ს ცნობით, დიჯეი დაჩი დარჩიას მკვლელობა გახსნილია

უწყების ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ გ.  დაკავებულია.

 

“გამოძიებამ დაადგინა რომ 30 აგვისტოს, ღამით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ დაჩი დ-ს, რომელიც ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მიხეილ გ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”,- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი