ახალი ამბები

განათლების სამინისტრო პირველკლასელებისთვის დამატებითი რეგისტრაციის ვადებს აცხადებს

30 აგვისტო, 2014 • • 1037
განათლების სამინისტრო პირველკლასელებისთვის დამატებითი რეგისტრაციის ვადებს აცხადებს

“რეგისტრაციისათვის საჭიროა, ბავშვის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა მიმართოს სკოლას და თავისუფალი ადგილების არსებობის შემთხვევაში, სკოლას წარუდგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაცია”,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

 

რეგისტრაციის უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც 2015 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი, ან 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობდნენ კერძო სკოლის მოსამზადებელ კლასში და შეუსრულდათ 5 წელი.

 

პირველკლასელთა რეგისტრაცია 2014-2015 სასწავლო წლისათვის 20 მაისს დაიწყო და  20 ივნისს დასრულდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი