ნეტგაზეთი | აზერბაიჯანში დაკავებული სომხეთის ჯარისკაცი მესამე ქვეყანას გადასცეს აზერბაიჯანში დაკავებული სომხეთის ჯარისკაცი მესამე ქვეყანას გადასცეს – Netgazeti
RU | GE  

აზერბაიჯანში დაკავებული სომხეთის ჯარისკაცი მესამე ქვეყანას გადასცეს

“სომხეთის სამხედრო მოსამსახურე აკოპ ინჯიგულიანი მესამე მხარეს გადაეცა,”- ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის აზერბაიჯანის წარმომადგენლობის განცხადებაში, რომელიც ეხო კავკაზამ გამოაქვეყნა. 

ოფიციალური ინფორმაციით, იქამდე, სანამ სომხეთის ჯარისკაცს მესამე ქვეყანას გადასცემდნენ, მას წითელი ჯვრის წარმომადგენლობა შეხვდა. მესამე ქვეყანა ამ ეტაპზე არ სახელდება. 

 

აკოპ ინჯიგულიანი აზერბაიჯანის სამხედროებმა 2013 წლის 8 აგვისტოს აგდამის რაიონში დააკავეს. მაშინდელი ინფორმაციით, სომხეთის წარმომადგენელმა აზერბაიჯანის კონტროლირებადი ტერიტორია უკანონოდ გადაკვეთა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი