ახალი ამბები

უკრაინაში საქართველოს ელჩი: ქართველების ტყვედ აყვანის ფაქტს ვამოწმებთ

29 აგვისტო, 2014 • • 1054
უკრაინაში საქართველოს ელჩი: ქართველების ტყვედ აყვანის ფაქტს ვამოწმებთ

“მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ მივმართეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოგვაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე. ველოდებით პასუხს. თუმცა ამ ადამიანების შესახებ ჩვენთვის მათ ოჯახის წევრების ან ახლობლებს არ უცნობებია და არავის მოუმართავს,”- აცხადებს კონსული ნეტგაზეთთან საუბარში.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონეცკში 24 აგვისტოს ტყვედ აყვანილ 19 ჯარისკაცს შორის ორი ქართველია [ალექსანდრე წიკლაური და იური ბუკია], უკრაინული მედიით გავრცელდა. 24tv.ua-ს ინფორმაციით, ჟურნალისტმა ანდრეი ცაპლიენკომ გამოაქვეყნა იმ პირთა სახელები და გვარები, რომლებიც მოწინააღმდეგემ ტყვედ აიყვანა და ქალაქში საჩვენებლად გაიყვანა.

 

ინფორმაციას ქართველი ჯარისკაცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც არ ფლობს.


უკრაინელ ჯარისკაცთა ტყვედ აყვანის კადრები უკრაინულმა მედიამ გაავრცელა
უკრაინელ ჯარისკაცთა ტყვედ აყვანის კადრები უკრაინულმა მედიამ გაავრცელა

მასალების გადაბეჭდვის წესი