ახალი ამბები

ყალბი 100 და 200-ლარიანი კუპრიურების გასაღების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

6 მარტი, 2019 • 1668
ყალბი 100 და 200-ლარიანი კუპრიურების გასაღების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი კუპიურების გასაღების ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა კახეთის რეგიონში 200 ლარის ნომინალის ყალბი კუპიურა გაასაღა. ხოლო მეორე შემთხვევაში ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში და შიდა ქართლის რეგიონში მდებარე სავაჭრო ობიექტებში ყალბი 100 და 200-ლარიანი კუპიურები გაასაღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული პირებისგან ამოღებულია, ჯამში, 4 150 ლარის ოდენობის სხვადასხვა ნომინალის ყალბი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი