“ჩვენ უკვე წლებია ერთმანეთს ვიცნობთ. უნდა ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნების მეგობრობა ბევრად იყო დამოკიდებული ჩვენს მეგობრობაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს [ვიზიტი] კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი ურთიერთობის განმტკიცებისათვის”, – განაცხადა ილია მეორემ.
“თქვენო უნეტარესობავ, თქვენთან ურთიერთობა ყოველთვის ბედნიერებას მანიჭებს, ამას ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობაც ადასტურებს. ხშირად გვისაუბრია ჩვენს სამშობლოსა და კულტურასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე. მნიშნელოვანია თქვენი განცხადებები ყარაბაღთან და აფხაზეთთან დაკავშირებით და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს შედეგს გამოიღებს. მე მინდა გადმოგცეთ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მოკითხვა”, – აღნიშნა ფაშაზადემ.

საქართველოში სტუმრად მყოფი რელიგიური ლიდერი ქვეყნის ხელისუფლების უმღალესი თანამდებობის პირებთან გამართავს შეხვედრებს, მათ შორის პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
