ახალი ამბები

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გაეროში: უკრაინაში რუსეთის რეგულარული ჯარია

28 აგვისტო, 2014 • • 1040
გაერთიანებული სამეფოს ელჩი გაეროში: უკრაინაში რუსეთის რეგულარული ჯარია

“ნათელია, რომ რუსეთის რეგულარული ჯარი ახლა უკრაინაშია”, – განაცხადა გაეროში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მარკ ლიალ გრანტმა.

 

მისივე თქმით, დღეს დაგეგმილ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, რომელიც უკრაინაში არსებული კრიზისული სიტუაციის გამო ტარდება, რუსეთს მოუწევს ახსნას არსებული ვითარება.

 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დღეს, 28 აგვისტოს რუსეთი სამხედრო შეჭრაში დაადანაშაულა და დონეცკში სიტუაციის გაუარესების გამო თურქეთში ოფიციალური ვიზიტი გააუქმა. პრორუსი სეპარატისტები ქალაქ მარიუპოლისკენ მიიწევენ, მათმა ტანკებმა ქალაქი ნოვოზოვსკი უკვე აიღეს, რომელიც დონეცკიდან 100 კილომეტრში მდებარეობს, რუსეთის საზღვართან ახლოს. ხელისუფლება აცხადებს, რომ სეპარატისტები კონფლიქტის მეორე ფრონტს ქმნიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი