ახალი ამბები

მარგველაშვილი: ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ

28 აგვისტო, 2014 •
მარგველაშვილი: ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ

სპეციალური განცხადება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა: 

 

“უკიდურესად შეშფოთებული ვართ უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. დღეს საფრთხის წინაშე დგას კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. დაუშვებელია, რომ სახელმწიფოთა საზღვრები იცვლებოდეს გარე ძალების უხეში ჩარევისა და სამხედრო აგრესიის გზით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საერთაშორისო თანამეგობრობას ერთიანი ძალისხმევისკენ მოვუწოდებთ, ევროპაში ახალი ომის თავიდან ასაცილებლად”– ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცახდებაში. 

 

 უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი დონეცკში ვითარების გამწვავების გამო გააუქმა.

 

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, პრორუსმა მეამბოხეებმა ხელში ჩაიგდეს ზღვისპირა ქალაქი ნოვოაზოვსკი და ქალაქ მარიუპოლის სტრატეგიული პორტს საფრთხეს უქმნიან. პრეზიდენტის განცხადებით, მეამბოხეების წარმატება კონფლიქტის ახალი ფრონტის წარმოქმნას განაპირობებს- წერს ბიბის

 

ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია ტანკები, რომლებიც სავარუდოდ რუსეთის მხრიდან მოხვდა უკრაიანში, 26 აგვისტოს გავრცელდა.  საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (IISS) განცხადებით, ტანკი უკრაინის ტერიტორიაზე მხოლოდ რუსეთის საზღვრის გადაკვეთით მოხვდებოდა.

 

IISS-ის ანალიტიკოსის განცხადებით, ვიდეო 26 აგვისტოსაა გადაღებული სვერდლოვსკში, ლუგანსკში და აღმოსავლეთ უკრაინაში. ვიდეოში ასახულია სამხედრო ტექნიკის კოლონა.  მიუხედავად იმისა, რომ თარიღი  და ადგილმდებარეობა ჯერჯერობით დაუდასტურებელია, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ კოლონის ოპერირება ნათელია, კადრებში ჩანს დროშა, რომელიც სეპარატისტულ მოძრაობასთანაა ასოცირებული და ასევე სხვა დეტალები, რომელიც სეპარატისტებისთვისაა დამახასიათებელი.  შერეული კოლონა მინიმუმ  სამი  T-72B1 მთავარი საბრძოლო ტანკისგან შედგება, ვიდეოზე აღბეჭდილია შედარებით თანამედროვე  T-72 ვერსიაც. ეს კონკრეტული ტანკი რუსეთის სამხედრო არმიაში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი, მაგრამ ოფიციალური ცნობები არ არსებობს, რომ ამ ტანკის რუსეთიდან ექსპორტირება მოხდა. წერს ბიბისი და არსებულ ვითარებას “ბურუსით მოცულ ომს” უწოდებს. IISS-ის ინფორმაციით, ამ მოდელის გამოჩენა მნიშვნელოვნად ამყარებს ვარაუდს, რომ სეპარატისტებს სამხედრო იარაღით რუსეთი ამარაგებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი