“მე ვიზიარებ ჩემი კოლეგების შეშფოთებას. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ შევხვედროდით ჩვენს უკრაინელ კოლეგას და გვესაუბრა უკრაინაში მიმდინარე უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ საკითხებზე. გვინდა კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ სოლიდარობა უკრიანელ ხალხს, დავგმოთ სამხედრო აგრესია და ყირიმის ანექსია. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენი შეშფოთებული ვართ განვითარებული მოვლენებით”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
მან საგანგაშო ნიუსი უწოდა პოროშენკოს მიერ თურქეთში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმებას. ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ კრიზისიდან გამოსავალი გამოინახება.
უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი დონეცკში ვითარების გამწვავების გამო გააუქმა.
“გადაწყვეტილება მივიღე, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი გავაუქმო დონეცკის მხარეში სიტუაციის გამწვავების გამო, რამდენადაც უკრაინაში რუსული ჯარები შემოვიდნენ,”- აცხადებს განცხადებაში პოროშენკო.
პრეზიდენტის განცხადებითვე, დღესვე შემდგომი ქმედებების დასაგეგმად ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა იქნება მიწვეული.
