“ჩვენ უაღრესად შეშფოთებული ვართ მოვლენების ბოლო განვითარებით”, – ნათქვამია ეშტონის პრესსპიკერის განცხადებაში, რომელსაც BBC ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი დონეცკში ვითარების გამწვავების გამო გააუქმა.
“გადაწყვეტილება მივიღე, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი გავაუქმო დონეცკის მხარეში სიტუაციის გამწვავების გამო, რამდენადაც უკრაინაში რუსული ჯარები შემოვიდნენ,”- აცხადებს განცხადებაში პოროშენკო.
პრეზიდენტის განცხადებითვე, დღესვე შემდგომი ქმედებების დასაგეგმად ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა იქნება მიწვეული.
