“აუცილებლად მიმაჩნია, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა დაუყოვნებლივ მოიწვიონ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. რუსეთმა არსებითად გაზარდა უკრაინაში სამხედრო ძალები,”- განაცხადა იაცენუკმა. 

 

უკრაინის პრემიერი მიიჩნევს, რომ შესაბამისი საგანგებო შეკრება ეუთოსა [OSCE] და ევროკავშირშიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე უნდა მოხდეს.  

 

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი დონეცკში ვითარების გამწვავების გამო გააუქმა.


არსენი იაცენუკი; ფოტო: უნიანი
არსენი იაცენუკი; ფოტო: უნიანი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *