ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინმა და ხაჯიმბამ ახალი შეთანხმების გაფორმება გადაწყვიტეს

28 აგვისტო, 2014 • • 1073
პუტინმა და ხაჯიმბამ ახალი შეთანხმების გაფორმება გადაწყვიტეს

როგორც გამოცემა აპსნიპრესი წერს, შეხვედრის დროს საუბარი ძირითადად შეეხებოდა მეგობრობის, თანამშრომლობისა და ორმხრივი დახმარების შესახებ ახალი შეთანხმების გაფორმებას მიმდინარე წლის ბოლომდე.


ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმების მიზანი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციის დონის ზრდაა. 

 

ამის გარდა, მხარეებმა განიხილეს რუსეთის მზაობის საკითხი აფხაზეთში ფინანსური დახმარების გაზრდისა და აფხაზეთში მსხვილი რუსი ინვესტორების მოზიდვის შესახებ. 

 

გამოცემა იტარ-ტასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ აფხაზეთი და რუსეთი კოლექტიური შეიარაღებული ძალების შექმნის საკითხსაც განიხილავს. 

 

“კოლექტიური შეიარაღებული ძალების შექმნა ნორმალური პროცესია და ჩვენ ამაში უსაფრთხოების პრობლემის ირგვლივ გაჩენილი საკითხების მოგვარებას ვხედავთ,”- განაცხადა აფხაზეთის ახალმა პრეზიდენტმა. 

 

რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის პრეზიდენტად 24 აგვისტოს აირჩიეს. 


ვლადიმერ პუტინი, რაულ ხაჯიმბა
ვლადიმერ პუტინი, რაულ ხაჯიმბა


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი