“პროდიჯის” ლეგენდარული ვოკალისტი კიტ ფლინტი 4 მარტს, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს. მუსიკოსის გარდაცვალება დაადასტურა ჯგუფმაც. ” უდიდესი შოკია და მწუხარება, რომ ვადასტურებთ ჩვენი ძმის და საუკეთესო მეგობრის, კიტ ფლინტის გარდაცვალებას. ის იყო ნამდვილი პიონერი, ნოვატორი და ლეგენდა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც “პროდიჯიმ” გაავრცელა.
It is with deepest shock and sadness that we can confirm the death of our brother and best friend Keith Flint. A true pioneer, innovator and legend. He will be forever missed. We thank you for respecting the privacy of all concerned at this time. pic.twitter.com/nQ3Ictjj7t
— The Prodigy (@the_prodigy) March 4, 2019