კვლევის შედგების მიხედვით, მოსახლეობის მხრიდან ყველაზე მაღალი შეფასება პრემიერმა ჯანდაცვის სფეროში მუშაობის კუთხით დაიმსახურა. მოსახლეობის 25 პროცენტი თვლის, რომ პრემიერი ჯანდაცვის მიმართულებით კარგად მუშაობს, 55 პროცენტის აზრით, ამ სფეროში მისი მუშაობა საშუალოდ უნდა შეფასდეს, ხოლო 10 პროცენტის აზრით – ცუდად.

 

ადამიანის უფლებების კუთხით, მოსახლეობის 19 პროცენტი მიიჩენვს, რომ პრემიერი კარგად მუშაობს, 57 პროცენტი თვლის, რომ საშუალოდ, ხოლო 10 პროცენტის აზრით ცუდად.

 

19 პროცენტი ფიქრობს, რომ პრემიერი განათლების სფეროს მიმართულებით კარგად მუშაობს, 57 პროცენტის აზრით, საშუალოდ, ხოლო 12 პროცენტის აზრით ცუდად.

 

17 პროცენტის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით კარგად მუშაობს, 55 პროცენტის აზრით, საშუალოდ, ხოლო 10 პროცენტის აზრით, ცუდად. მოსახლეობის აზრით, ყველაზე ცუდად პრემიერი ინფლაციის, სიღარიბის დაძლევის და სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით მუშაობს:

 

 

 

ზემოხსენებული კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა. საველე სამუშაოების ჩატარების თარიღები: 23 ივლისი – 7 აგვისტო. სულ გამოკითხეს 3,338 ადამიანი ქვეყნის მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობას შორის, მათ შორის ქალაქის, სოფლის ტიპის დასახლებებში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.9%.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *