ახალი ამბები

ბოკერია: ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, უკრაინამ პოლიტიკურად ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს

26 აგვისტო, 2014 • • 1020
ბოკერია: ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, უკრაინამ  პოლიტიკურად ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს

“მთავარი ამოცანა პუტინის კრემლის და ამავე დროს, საფრთხე უკრაინისთვის, მთლიანად რეგიონისთვის, ჩვენთვის და ევროპული უსაფრთხოებისთვის მდგომარეობს, ასე ვთქვათ, “გარიგების” მიღწევაში, რითაც პუტინი შეინარჩუნებს ფაქტობრივ კონტროლს აღმოსავლეთ უკრაინაზე და როგორც მინიმუმ დესტაბილიზაციის მუდმივ შესაძლებლობას და ამავე დროს დაბლოკავს უკრაინის ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში ერთდროულად და დატოვებს უკრაინის საზღვარს ისე, როგორც ეს არის,  ჩვენ გვაქვს ამის ტრაგიკული გამოცდილება აფხაზეთში. ეს მდგომარეობა პუტინისთვის არის მისაღები, თუკი ის ახერხებს უკრაინის დესტაბილიზაციას იმ გათვლით, რომ ეს ყველაფერი ქვეყანას, საბოლოო ჯამში,  მიიყვანს კოლაფსამდე. ამიტომ საკვანძო ამოცანა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში რაც არის, რომ ეს არ მოხდეს და უკრაინამ  პოლიტიკურად ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს, რომც გრძელდებოდეს, სამწუხაროდ, სამხედრო მოქმედებები და სწრაფად მოახდინოს ინტეგრაცია თავისუფალ სამყაროში. საქართველო კი იყოს თავისუფალი სამყაროს გაფართოვების შემდეგი ნაწილი. სამწუხაროდ, ამისთვის ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს”,- განაცხადა გიგა ბოკერიამ “რუსთავი 2”- თან საუბრისას.

 

ამ წუთებში (23:06) რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში ხვდებიან. პორპშენკო და პუტინი პირისპირ ხვდებიან ერთმანეთს. მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად მინსკში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კეტრინ ეშტონიც ჩავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი