ახალი ამბები

გენდერულად მგრძნობიარე გაშუქება – სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის ევროკავშირისგან

4 მარტი, 2019 •
გენდერულად მგრძნობიარე გაშუქება – სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის ევროკავშირისგან

რას ნიშნავს  გენდერულად მგრძნობიარე გაშუქება – ამის შესახებ დღეს, 4 მარტს, ევროკავშირის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაციაზე ისაუბრეს. როგორც ავტორები განმარტავენ, ე.წ. გაიდლაინი შექმნილია იმისთვის, რომ მედიაპროდუქტის შექმნელების გენდერული მგრძნობელობა გაიზარდოს, შედეგად კი, საზოგადოებას ისეთი ინფორმაცია მიეწოდოს, რომელიც გენდერულ თანასწორობასა და სტერეოტიპების დამსხვრევას შეუწყობს ხელს.

ავტორების თქმით, ავტორთან, თამარ გურჩიანთან ერთად, სახელმძღვანელოზე 15 ჟურნალისტი მუშაობდა. ის პროექტის – “ევროკავშირი გენდერული თანასწორობის კომისიის მხარდასაჭერად” – მხარდაჭერით შეიქმნა.

სახელმძღვანელო რამდენიმე ძირითადი პრინციპისგან შედგება, რომელიც, როგორც ავტორები განმარტავენ, აუცილებელია იმისთვის, რომ მედიამ გენდერული საკითხები ძირფესვიანად და საზოგადოებრივი სტერეოტიპების კვლავწარმოების გარეშე გააშუქოს.

პრინციპი პირველიწყაროებისა და ისტორიების ისეთი შერჩევა, რომ ქალი და კაცი თანაბრად იყოს წარმოდგენილი და ასახული იყოს საზოგადოების მრავალფეროვნება და განსხვავებული ადამიანური გამოცდილებები.

როგორც სახელმძღვანელოს ავტორები ამბობენ, პირველი პრინციპის მიხედვით, მედიამ უნდა უზრუნველყოს ქალებისა და კაცების რაოდენობის ბანალსი მედიის ნებისმიერ სფეროში, მათ შორის, როგორც მოსაზრების, ისე ინფორმაციის წყაროებისა და ექსპერტების როლებში.

ამასთანავე, პირველი პრინციპი ისეთი პრობლემების გაშუქებსადაც გულისხმობს, რომლებიც განსაკუთრებულად ქალებს აწუხებთ, იქნება ეს ძალადობა თუ ქალთა მიღწევები.

პრინციპი მეორექალებისა და კაცების სამართლიანი გაშუქება, სტერეოტიპების აღმოფხვრისა და მრავალგანზომილებიანი გაშუქების ხელშეწყობა.

სახელმძღვანელოს ავტორები განმარტავენ, რომ მედიაპროდუქტზე მუშაობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტერეოტიპებისგან, მათ შორის სექსისტური ინტერპრეტაციებისა და ქალისა და კაცის ტრადიციული როლების კვლავწარმოებისგან თავის არიდება. ასევე, კაცებისა და ქალებისთვის ისეთი სტერეოტიპული თვისებების მიწერა, როგორიცაა, მაგალითისთვის, გოგოს ნაზად, ბიჭის კი მამაცად მოხსენიება.

მეორე პრინციპის მიხედვით, ქალები და კაცები თანაბრად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი ტრადიციულ და არატრადიციულ როლებში, სამსახურის, ოჯახის დასვენებს, სოციალური თუ სხვა სახის აქტივობებში.

გარდა ამისა, სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, რომ რეკლამაში, რომელიც მედიის საშუალებით გადის, თავიდან უნდა იყოს აცილებული ისეთი სცენები, სადაც ქალები სექსუალურ ობიექტებად არიან წარმოჩენილი.

პრინციპი მესამე – გენდერულად მგრძნობიარე ენის გამოყენება

სახელმძღვანელოს მიხედვით, მედიისთვის, სხვა პრინციპებთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გენდერულად მგრძნობიარე ენის გამოყენება.

“მაგალითად, “შეხვედრას 15 კაცი ესწრებოდა”, შეიძლება, არ გულისხმობდეს იმას, რომ 15-ივე მამრობითი სქესის წარმომადგენელი იყო, თუმცა ის გენდერულად მგრძნობიარე წინადადება არ არის, რადგან ქალებს გამორიცხავს.

ძალიან ხშირად შეიძლება სიტყვა “კაცის” ჩანაცვლება სიტყვა “პირით” ან “პიროვნებით,” – ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.

სახელმძღვანელოს ავტორები ამბობენ, რომ გენდერულად მგრძნობიარე ენის დასამკვირდრებლად ასევე აუცილებელია ქალების სტერეოტიპული იმიჯის გამამყარებელი ენის თავიდან აცილება. მაგალითად, ისეთი სიტყვათშეთანხმებებზე უარის თქმა, როგორიცაა “პატარა ქალბატონი”,  “მეორე ნახევარი”, “სუსტი სქესი” ან “მანდილოსანი”.

პრინციპი მეოთხე – გენდერული თანასწორობა მედიაორგანიზაციაში

ავტორები ამბობენ, რომ მედიის მენეჯმენტსა და მმართველობაში ქალების ხელმძღვანელ პოზიციებზე წარმოდგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  ამასთანავე, მედიას უნდა ჰქონდეს ფორმალური შიდა დოკუმენტები გენდერული თანასწორობის შესახებ.

“ქალებსა და კაცებს თანაბარი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს ერთი და იმავე სამუშაო შესრულებისთვის,” – წერია სახელმძღვანელოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი