გამოცემის ცნობით, სამწლიანი გამოძიების შედეგად დადგინა, რომ “Tawhid-Salam”-ის ქსელი ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსისთვის (IRGC) მუშაობს.  თურქეთში “Quds Force”-ის ხელმძღვანელი ნასერ ჯაფარი  IRGC-ის მიერაა დანიშნული და სწორედ ჯაფარმა დაავალა ერთ-ერთ ადამიანს თბილისში სათვალთვალო ოპერაციის ჩატარება. 

 

ნასერ ჯაფარი დიპლომატიური პასპორტით მუშაობდა, რომელიც სტამბოლში ირანის საკონსულოზეა მიმაგრებული. საქმის მიხედვით ირკვევა, რომ ჯაფარმა Hüseyin Yazıcıoğlu-ს დაავალა 2011 წლის 14 ნოემბერს დაეჯავშნა ფრენა თბილისის მიმართულებით, ფრენა მოგვიანებით გადაიდო 30 ნოემბრისთვის და კიდევ ერთხელ გადაიდო უკვე 2014 წლის 4 იანვრისთვის.

 

სასამართლოს მიერ დამტკიცებული ორდერით გამოძიება უთვალთვალებდა Yazıcıoğlu-ს ელექტრონულ მისამართს, სადაც  2011 წლის 18 ოქტომბერს გაგზავნილი ფოტოები აღმოაჩინეს, რომელიც მას თურქეთის მოქალაქემ ეროლ უნალდიმ გაუგზავნა. ფოტოებზე ასახული იყო თბილისის საორიენტაციო წერტილები, მაგალითად, სასტუმრო “რედისონთან” არსებული პარკი და მეტროსადგურები. 

 

ერთ-ერთი ფოტოსურათის მიხედვით, რომელიც Yazıcıoğlu-ს ელექტრონულ ფოსტაზე აღმოაჩინეს, გამომძიებლებმა მოქალაქე უნალდის ავტომანქანის ნომრის იდენტიფიცირება შეძლეს (34 BJ 4352). მანქანა რეგისტრაციაში გატარებულია სარფის გამშვები პუნქტის მებაჟეების მიერ. რეგისტრაციის თანახმად, უნალდი საქართველოში  2011 წლის 2  ნოემბერს შემოვიდა და 13 ნოემბრამდე დარჩა.  გამოძიების დასკვნით, უნალდიმ სამიზნე ადგილები დაზვერა.

 

2012 წლის თებერვალში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანის ქვეშ  ბომბი აღმოაჩინეს. ავტომანქანა საელჩოსთან ახლოს იდგა, პოლიციამ კი ასაფეთქებელი მოწყობილების გაუნებელყოფა ინციდენტის გარეშე შეძლო. იმავე დღეს ისრაელის დიპლომატის ცოლი დაშავდა ბომბის აფეთქების დროს ნიუ-დელიში. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ორივე ინცინდენტში ირანი დაადანაშაულა.

 

თურქეთის პოლიციამ დაადგინა, რომ 2011 წლის მაისში, სტამბოლში, ისრაელის საკონსულოზე თავდასხმა, რომლის დროსაც ადამიანები სერიოზულად დაშავდნენ, მაგრამ არავინ დაღუპულა, ასევე ირანისგან მხარდაჭერილი ტერორისტული ორგანიზაციის მიერ იყო შესრულებული. ბომბი Abdurrahman Çelik-მა დაამონტაჟა, რომელიც ირანის ხელისუფლების ორი ოპონენტის მკვლელობისთვისაა ნასამართლევი თურქეთში. მას 12 წელი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ ციხე 2004 წელს დატოვა ერდოღანის მთავრობის მიერ მიღებული ამნისტიით.

 

მის ჩვენებაში Çelik-მა აღიარა, რომ ირანში წვრთნიდნენ, რათა თურქეთში ტერორისტული თავდასხმები განეხორციელებინა და ირანის სასარგებლოდ ორი თვის  განმავლობაში სადაზვერვო ოპერაციებს ატარებდა. მან ასევე აღიარა, რომ ირანში დაფუძნებული “Quds Force” ბომბებით მისგან მარაგდებოდა და გეგმავდნენ თავდასხმებს საქართველოსა და ტაილანდში.

 

“Tawhid-Salam”-ის ქსელი ტერორისტულ ორგანიზაციად სასამართლომ აღიარა. ორგანიზაციის წევრები  პასუხისგებაში მიეცნენ დასავლელი, ისრაელელი, არაბი დიპლომატიური წარმომადგენლების და ინტელექტუალების მკვლელობისთვის 2000 წელს. “Tawhid-Salam”-ის ქსელმა მთავრობაშიც შეაღწია, მედიაში გავრცლებელმა თურქი და ირანელის ეჭვმიტანილების სახელებმა, რომლებიც მთავრობაში მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებენ, ხელისუფლება რთულ სიტუაციაში ჩააგდო. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *