ახალი ამბები

BBC: პოროშენკომ უკრაინის რადა ვადაზე ადრე დაითხოვა

25 აგვისტო, 2014 • • 924
BBC: პოროშენკომ უკრაინის რადა ვადაზე ადრე დაითხოვა

ამის შესახებ ინფორმციას BBC ავრცელებს. 

 

“ძვირფასო თანამემამულენო, მივიღე გადაწყვეტილება ვადაზე ადრე შევაჩერო მე–7 მოწვევის რადას უფლებამოსაილება”– ამ შინაარსის ინფორმაცია პოროშენკომ უკრაინულ და ინგლისურ ენებზე “თვიტერზე” გამოაქვეყნა. 

 

როგორც პრეზიდენტის პრესმდივანი სვიატოსლავ ცეგოლკო განმარტავს: “დეპუტატების უმრავლესობა იღებდა დრაკონულ კანონებს, რის შედეგდაც მაიდანზე კვდებოდა ხალხი.”  

 

“რადის ეს მოწვევა წელიწადნახევრის განმავლობაში იყო იანუკოვიჩის საყრდენი. ამ დეპუტატების უმრავლესობა იღებდა დიქტატორულ კანონებს, რის გამოც დაიღუპა ასობით ადამინი. ამაზე უნდა დაეკისროთ პირობითი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა. განა შესაძლებელია ომის მოგება მაშინ, როცა დეპუტატებმა ძლივს მოაგროვეს 232 ხმა იმისთვის, რომ ტერორისტული ორგანიზაციები ეცნოთ” – წერს ცეგოლკო “ფეისბულის” გვერდზე. 

 

ახალი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 2014 წლის 26 ოქტომბერს დაინიშნა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი