ახალი ამბები

თამბაქოზე ფასები 32.7%-ით გაიზარდა – საქსტატი

4 მარტი, 2019 •
თამბაქოზე ფასები 32.7%-ით გაიზარდა – საქსტატი

2019 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ – 2.3%.

საქსტატის მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 6.7%-ით, რაც 0.47 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე 13%-ით;
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.6%-იანი კლება, რაც -0.16 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები შემცირდა როგორც ტანსაცმლის (-4.6 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-4.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია, ასევე, ფასების ცვლილებამ ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში. ფასები გაიზარდა 16.1 პროცენტით, რაც 1.06 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.  თამბაქოს ნაწარმზე ფასები მომატებულია 32.7 პროცენტით.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.9 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • თევზეული (12.5 პროცენტი),
  • პური და პურპროდუქტები (10.2 პროცენტი),
  • ბოსტნეული და ბაღჩეული (7.6 პროცენტი),
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.3 პროცენტი),
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.5
    პროცენტი)

ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-23.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.4 პროცენტი).

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 3.4%-ით, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ტრანსპორტის ჯგუფში კი ფასების 2%-იანი მატება დაფიქსირდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი