ახალი ამბები

BBC: მეამბოხეთა ჯავშანტექნიკა მარიუპოლისკენ მიემართება

25 აგვისტო, 2014 •
BBC:  მეამბოხეთა ჯავშანტექნიკა მარიუპოლისკენ მიემართება

ინფორმაციას უკრაინელ სამხედრო წარმომადგენლებზე დაყრდნობით “ბიბისი” ავრცელებს.

 

ერთ-ერთი სამხედრო მეთაურის განცახდებით, შესაძლებელია პრორუსულმა ამბოხებულებმა სამხრეთში ახალი ფრონტის გახსნა სცადონ.

 

მომხდარის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ მას ინფორმაცია არ აქვს.

 

როგორც “ბიბისი” წერს, ლავროვმა“ჩვენი შემოჭრის შესახებ” რეგულარული დეზინფორმაციის გავრცელების გამო დაიჩივლა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა მოდევნო დღეებში კიდევ ერთი ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა დაგეგმა აღმოსავლეთ უკრაინაში. რადგან იქ არსებული ჰუმნაიტარული მდგომარეობა “გაუარესდა”.

 

რუსული ჰუმანიტარული დახმარების პირველი კოლონა კვირას ჩამოვიდა და საზღვარი უკრაინის მთავრობის ნებართვის გარეშე გადაკვეთა.

 

უკრაინა შიშობდა, რომ კოლონას პრორუსი ამბოხებულების დასახმარებლად სამხედრო შეიარაღება გადაჰქონდა. უკრაინის მთავრობამ მომხდარ ფაქტს შეჭრა უწოდა.

 

უკრაინის სამთავრობო ძალებსა და ამბოხებუელბს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 2-ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით 330 ათასი ადამიანი იძულებით გადააადგილდა.

 

კრიზისის მოლაპარაკებების თაობაზე რუსი და უკრაინელი პრეზიდენტების შეხვედრა მინსკში 26-აგვისტოსაა დაგეგმილი

 

“როიტერი” სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინისკენ გადაადგილებული ამბოხებულების შესახებ წერს, რომ მათი აღჭურვილობა ათი ტანკისა და ორი ქვეითი სამხედრო მანქანისგან შედგებოდა.

უკრაინა
უკრაინა

მასალების გადაბეჭდვის წესი