„აქცია დედის დღეს დაიწყო და 8 მარტამდე გზისპირა კორპუსების 1000 ოჯახი ყვავილებით სავსე ქოთანს მიიღებს. ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, რომ რუსთაველებს გვეცხოვრა ისეთ ქალაქში, სადაც აივნებს ყვავილებით სავსე ქოთნები დაამშვენებდა. ვფიქრობ, ეს უამრავი რუსთაველის სურვილიცაა. ჩემი მიზანია, ერთად ვიზრუნოთ რუსთავის სილამაზეზე“, – განაცხადა გიორგი ბეგაძემ.
მისივე ინფორმაციით, ინიციატივას საწარმო “აზოტი” და ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები შეუერთდნენ.