მისივე თქმით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში წინა ხელისუფლებისგან მძიმე მემკვიდრეობა დახვდათ.

 

“მოსაგვარებელია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება, ასევე უმძიმესი მდგომარეობაა მეტროპოლიტენშიც. პრობლემაა ტაქსების მოძრაობის თვალსაზრისითაც,”– თქვა ბაბუნაშვილმა.

 

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, პაატა ჯაჭვლიანის თქმით, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ავტოპარკია, რადგან იქ არსებული მანქანები 2005–2008 წლებშია შეძენილი და ბევრი მათგანი ტექნიკურად გაუმართავია.

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-თბილისის’’ ხელმძღვანელის, ირაკლი აბესაძის თქმით, დღევანდელმა შეხვედრამ დაადასტურა, რომ ტრანსპორტის სფეროში ბევრი რამ გაკეთდა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსსა და დედაქალაქის ვიცე-მერს ალექსანდრე მარგიშვილს ჯერ არ აქვთ წარმოდგენა ამ დარგში არსებული პრობლემების თაობაზე და, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით არც პასუხები გააჩნიათ.

 

“მათივე თქმით, ისინი პრობლემებზე სალაპარაკოდ ერთ თვეში იქნებიან მზად და ჩვენც, შესაბამისად, დაველოდებით’,-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *