ახალი ამბები

რუსეთმა საზღვარგარეთ საკუთარი ინტერესების დასაცავად ახალი სტრატეგია შეიმუშავა

2 მარტი, 2019 • 1174
რუსეთმა საზღვარგარეთ საკუთარი ინტერესების დასაცავად ახალი სტრატეგია შეიმუშავა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში “შეზღუდული მოქმედებების სტრატეგიის” შესახებ განაცხადეს, რომელიც გულისხმობს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას და ხელშეწყობას სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის ვალერი გერასიმოვის თქმით, არსებული სამხედრო სტრატეგიის ფარგლებში ახალი მიმართულების გამოყოფის საფუძველი სირიის გამოცდილება გახდა.
“ეს არის გარკვეული ამოცანების შესრულება რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვისა და წინწაწევისთვის რუსეთის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, “შეზღუდული მოქმედებების სტრატეგიის” ფარგლებში”, – განაცხადა გერასიმოვმა სამხედრო აკადემიაში.
მისი თქმით, აღნიშნული სტრატეგიის რეალიზაციის საფუძველია მაღალი მობილობის თვითკმარი სამხედრო დაჯგუფების შექმნა. ამასთან, სტრატეგიის მნიშვნელოვანი ამოცანა საინფორმაციო უპირატესობის მოპოვება იქნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი