17% კი ფიქრობს, რომ ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღები პირი აღარ არის. დანარჩენი 33% კი ან თავს იკავებს, ან არც ერთ დებულებას არ ეთანხმება.

 

მათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ იღებს სახელისუფლებო გადაწყვეტილებებს, 53% არ ამართლებს, ხოლო 36% – ამართლებს ამ ფაქტს.

კვლევა NDI -ის დაკვეთით CRRC-იმ ჩაატარა.  კვლევისთვის 23 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 3,338 ადამიანი გამოკითხეს. კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.9%.


ბიძინა ივანიშვილი ქუთაისში, ფოტო: გივი ავალიანი
ბიძინა ივანიშვილი ქუთაისში, ფოტო: გივი ავალიანი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *