მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

 

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს კომპლექსი მოემსახურება არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ ჩვენს აფხაზ ძმებს. ეს არის მრავალპროფილიანი საავადმყოფო, რომელიც მაღალკვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტდება. ამასთანავე, ჩემი ინიციატივით, რეგიონში ვიწყებთ მულტიფუნქციური სავაჭრო კომპლექსის მშნებლობას, რომელიც ასევე მოემსახურება არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ ჩვენს აფხაზ ძმებსაც. მიმაჩნია, რომ ეს ორი გრანდიოზული პროექტი იქნება მნიშვნელოვანი გამაჯანსაღებელი ამ რეგიონისთვის. ამ პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის სერიოზულად გააუმჯობესებს სამეგრელოსა და მიმდებარე რეგიონებში სამედიცინო მომსახურებას და, რაც ყველაზე მთავარია, ერთმანეთთან დააკავშირებს ენგურის ორივე მხარეს. აქ მკურნალობას შეძლებენ ჩვენი აფხაზი ძმები, რომლებსაც ყველა იმ სიკეთით სარგებლობა შეეძლებათ, რასაც ქართული სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სთავაზობს. “, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

როგორც ღარიბაშვილმა თქვა, მრავალპროფილიანი, 220 საწოლზე გათვლილი კლინიკის კორპუსებთან ერთად აშენდება სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი, სადაც მოთავსდებიან რეზიდენტები და პაციენტთა ნათესავები, აგრეთვე მოეწყობა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა. 


პრემიერის თქმით, პროექტის ღირებულება 40 მილიონ ლარს აჭარბებს. 

 

“ჩვენი ვარაუდით, საბოლოოდ კლინიკაში დასაქმდება დაახლოებით 600 ადამიანი, სამედიცინო, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის ჩათვლით. ეს იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროც.“

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *