ახალი ამბები

კვლევა: 16-მა პროცენტმა არ იცის, რომ საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

25 აგვისტო, 2014 • • 972
კვლევა: 16-მა პროცენტმა არ იცის, რომ საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

გამოკითხულთა 69 პროცენტი ევროკავშირთან ასოცირების გადაწყვეტილებას ამართლებს, 8 პროცენტი არ ამართლებს, ხოლო 22 პროცენტს ამ საკითხზე პოზიცია არ გააჩნია. 

 

ქალაქების მიხედვით, ევროკავშირთან ასოცირებას ყველაზე მეტი მომხრე თელავში ჰყავს (79%), ხოლო ყველაზე ნაკლები ბათუმში – 54 პროცენტი. ასოცირების ხელშეკრულების მომხრეები ევროინტეგრაციას მხარს ეკონომიკური ზრდის, უსაფრთხოების, უვიზო მიმოსვლისა და დემოკრატიული განვითარების არგუმენტაციით უჭერენ.


ზემოხსენებული კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა. საველე სამუშაოების ჩატარების თარიღები: 23 ივლისი – 7 აგვისტო. სულ გამოკითხეს 3,338 ადამიანი ქვეყნის მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობას შორის, მათ შორის ქალაქის, სოფლის ტიპის დასახლებებში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.9%.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი