ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტროს FB-ზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის უჩივიან

2 მარტი, 2019 •
იუსტიციის სამინისტროს FB-ზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის უჩივიან

იურისტი გიორგი ნონიაშვილი აპირებს, იუსტიციის სამინისტროს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო უჩივლოს.

როგორც ნონიაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, მომავალი კვირის განმავლობაში შეიტანს ის მოამზადებს და სასამართლოში შეიტანს სარჩელს სოციალურ ქსელ Facebook-ში, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე მის მიერ დატოვებული კომენტარის წაშლისა და დაბლოკვის გამო. ნონიაშვილი ამბობს, რომ კომენტარი დატოვა იუსტიციის სამინისტროს მიერ თამაზ ახობაძის სამსახურში აღდგენის შესახებ გამოქვეყნებული განცხადების ქვეშ.

“დავაკვირდი ამ განცხადებაზე განთავსებულ კომენტარებს და აღმოჩნდა, რომ ძირითადი კომენტარების ნაწილი, რომელიც ახობაძის მიმართ კრიტიკით ან ცრუ ინფორმაციის გავრცელებით გამოირჩეოდა, იყო ყალბი პროფაილებიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი განვათავსე იუსტიციიც სამინისტროს გვერდზე. დავწერე, რომ თავად იუსტიციის სამინისტრი Fake-ანგარიშებს იყენებს იმ ფონის შესაქმნელად, თითქოს მას მხარდაჭერა აქვს ახობაძის საქმესთან დაკავშირებით. ეს კომენტარი იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე ხნის შემდეგ წამიშალა და დამბლოკა. დღეის მდგომარეობით, მე არ მაქვს შესაძლებლობა, ჩემი აზრი გამოვხატო იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ Facebook-გვერდზე. მე შევიტან სარჩელს სასამართლოში ამ თემასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩემი გამოხატვის თავისუფლება იზღუდება”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ნონიაშვილმა.

იუსტიციის სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, სამინისტროს ოფიციალური გვერდიდან გიორგი ნონიაშვილის კომენტარი წაშალეს. უწყებაში დასტურად მოჰყავთ, იმ პოსტიც ქვეშ, რომელზეც ნონიაშვილი საუბრობს, იუსტიციის მინისტრისადმი და თავად სამინისტროსადმი ნეგატიური არაერთი კომენტარი ამ დრომდეა განთავსებული და არანაირი ინტერესი არ ჰქონდათ, კომენტარები გაეფილტრათ.

იუსტიციის სამინისტრო პირველი არაა, რომელსაც მოქალაქე სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო უჩივის. არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მოქალაქის სახელით სასამართლოს მიმართავს და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ფეისბუკ-გვერდზე მისთვის “ბლოკის” მოხსნას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი. მიმდინარე წლის იანვარში არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) მოქალაქის სახელით სასამართლოს მიმართა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ფეისბუკ-გვერდზე მისთვის “ბლოკის” მოხსნას მოითხოვა.

ამავე თემაზე:

მოქალაქე სარჩელით პარლამენტის თავმჯდომარისგან FB-ზე “ბლოკის” მოხსნას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი