ახალი ამბები

სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად 27% მიიჩნევს – NDI

25 აგვისტო, 2014 • • 3846
სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად 27% მიიჩნევს – NDI

კვლევის მიხედვით, როდესაც უმცირესობებზე ფიქრობენ, გამოკითხულებს, პირველ რიგში, ეთნიკური უმცირესობები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რელიგიური უმცირესობები, იძულებით გადაადგილებული პირები, სექსუალური უმცირესობები, პატიმრები და ქალები ახსენდებათ.

გამოკითხულთა 80 პროცენტისთვის ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, შშმ პირების უფლებების დაცვას მნიშნელოვნად  94 პროცენტი მიიჩნევს, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები მნიშვნელოვნად 96 პროცენტს მიაჩნია, ქალების უფლებები – 85 პროცენტს, ხოლო რაც შეეხება ლგბტ თემს, გამოკითხულთა 44 პროცენტი აცხადებს, რომ ამ ჯგუფის ადამიანების უფლებების დაცვა უმნიშნელოა, 27 პროცენტი ამ საკითხს ნეიტრალურად უყურებს, ხოლო 27 პროცენტი აცხადებს, რომ ლგბტ თემის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია.


NDI-ის კვლევა - 25 აგვისტო, 2014
NDI-ის კვლევა – 25 აგვისტო, 2014

ქალაქების მიხედვით, უმცირესობების უფლებებისადმი ტოლერანტული დამოკიდბეულებით თელავი გამოირჩევა, სადაც გამოკითხულთა 75 პროცენტი მიიჩნევს უმცირესობების უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად, ამ თვალსაზრისით მეორე ადგილზე მცხეთაა – 74 პროცენტი, მესამეზე თბილისი – 67 პროცენტი, შემდეგ მოდის ფოთი – 65 პროცენტი, გორი – 54 პროცენტი და ბათუმი – 43 პროცენტი. ამ კუთხით სხვა ქალაქების მონაცემები NDI-ის კვლევაში არ ფიგურირებს.


NDI-ის კვლევა - 25 აგვისტო, 2014
NDI-ის კვლევა – 25 აგვისტო, 2014

ზემოხსენებული კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა. საველე სამუშაოების ჩატარების თარიღები: 23 ივლისი – 7 აგვისტო. სულ გამოკითხეს 3,338 ადამიანი ქვეყნის მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობას შორის, მათ შორის ქალაქის, სოფლის ტიპის დასახლებებში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.9%.

მასალების გადაბეჭდვის წესი