ახალი ამბები

გრიცენკო სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას ჰპირდება

2 მარტი, 2019 •
გრიცენკო სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას ჰპირდება

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ანატოლი გრიცენკო აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობას აღუდგენს.

ამის შესახებ გრიცენკომ რადიო НВ-ის ეთერში განაცხადა.

“თუ მიხეილ სააკაშვილი მოისურვებს უკრაინაში დაბრუნებას, მე მას აღვუდგენ უკრაინის მოქალაქეობას. ვფიქრობ, რომ მას ძალიან უხეშად და უკანონოდ მოექცნენ. სახელმწიფო ასე ადვილად არ უნდა ანიჭებდეს და ართმევდეს მოქალაქეობას”, – თქვა გრიცენკომ.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან დაწყებული უთანხმოების შემდეგ, 2017 წელს ჩამოართვეს.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 31 მარტს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი