ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა

24 აგვისტო, 2014 • • 1058
აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა

აფსნიპრესის ინფორმაციით, კენჭისყრის წინასწარი შედეგები 25 აგვისტოს, 12:00 საათზე იქნება ცნობილი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 18:00 საათისთის ამომრჩეველთა აქტივობა 55, 84% იყო. ტაბაღუას განცხადებით, მოსკოვში ხმა მისცა 500-მა ამომრჩეველმა, ჩერკესკში – 1 200-მა ადამიანმა, ხოლო სტამბოლში-  420-მა ადამიანმა. 

 

დღევანდელ არჩევნებს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც აფხაზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკანონოს უწოდებს და საერთაშორის თანამეგობრობას მოუწოდებს დაგმოს აღნიშნული არჩევნები. 

 

აფხაზეთში პრეზიდენტობისთვის  ოთხი კანდიდატი იბრძოდა – ასლან ბჟანია, ლეონიდ ძაპშბა, მერაბ ქიშმარია და რაულ ხაჯიმბა. “ეხო კავკაზას” ინფორმაციით, კანდიდატებმა ეროვნული ერთიანობის მისაღწევად შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მათ ასევე გადაწყვიტეს, დიალოგის გაძლიერებისთვის და კრიზისული სიტუაციის მართვისთვის შეიქმნას მრჩეველთა საბჭო. 

 

აქციები სოხუმში 27 მაისს დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.

 

 აფხაზეთმა საქართველოსგან დამოუკიდებლობა ცალმხრივად 1993 წელს გამოაცხადა. 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დადგენილებით, აფხაზეთი საქართველოს ნაწილად ითვლება. 

 

 საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში; გალი; ფოტო: ოლესია ვართანიანი;
საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში; გალი; ფოტო: ოლესია ვართანიანი;

 

 

ბიოლის ფონდის ლოგო
ბიოლის ფონდის ლოგო

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი